ავიაკატასტროფა

ვნუკოვოს აეროპორტში TOTAL-ის პრეზიდენტი დაიღუპა

Reuters

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ნავთობკომპანია TOTAL-ის პრეზიდენტი კრისტოფ დე მარჟერი და მისი თვითმფრინავის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. დე მარჟერი მოსკოვში რუსეთის მთავრობასთან არსებული ინვესტიციების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

აფრენისას ფალკონის ტიპის კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მყოფ თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა და გადატრიალდა.

გამოძიების ინფორმაციით, პირი, რომელიც მანქანას მართავდა, ნასვამი იყო. გამოძიება ასევე დისპეტჩერის შეცდომის ვერსიას განიხილავს.

კომენტარები