ჩვენ ერთადერთი მისწრაფება გვაქვს, არ გვინდა დიდხანს დავრჩეთ ხელისუფლებაში. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაგვავიწყდეს, რა სჭირდება დემოკრატიას. შეიძლება ოპოზიცია დაბრუნდეს ხელისუფლებაში შემდეგ ჯერზე, რატომაც არა. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო ისეთი ინსტიტუტებითა და სტრუქტურით, რომელიც იმუშავებს. მე მინდა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარასდროს იყოს დამოკიდებული ცალკეულ ინდივიდებზე. ჩვენ გვინდა ინსტიტუციური დემოკრატია.
წულუკიანი: შეიძლება ოპოზიცია დაბრუნდეს ხელისუფლებაში შემდეგ ჯერზე, რატომაც არა
tbl.ge/pxd
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. შეგახსენებთ, ორი დღით ადრე, გადაცემა არჩევანში წულუკიანმა თავის მთავარ პოლიტიკურ მიზნად ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა დაასახელა, რათა ის აღარასოდეს დაბრუნდეს პოლიტიკაში. „მე ყოველთვის დავრჩები ნაციონალურ მოძრაობასთან მებრძოლი. ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ისინი აღარასოდეს დაბრუნდნენ პოლიტიკაში“, - თქვა წულუკიანმა.




