ოჯახური ძალადობა

გურჯაანში ქმარმა ცოლს სცემა

გურჯაანში ქმარმა ცოლს სცემა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 30 წლის ქალბატონი მეუღლის მიერ ცემის შედეგად მიყენებული ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად სახლში მკურნალობენ. მისი ახლობლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები