საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, ვერცერთი მთავრობა და განსაკუთრებით, "ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობით მოსული ხელისუფლება" ამდენი საკითხის მოგვარებას ორ წელიწადში ვერ შეძლებს. თუმცა, მისი აზრით, ქართულ ოცნებას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს სოციალურ სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში. ხელისუფლების მთავარ გამოწვევად კი, ვოლსკიმ უმუშევრობის პრობლემა დასახელა.
"კრიმინალთან დაკავშირებით რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ვიცით, რატომ მიდის ეს საუბარი, რომ თურმე საჭირო ყოფილა წამება, ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის შელახვა იმისათვის, რათა წესრიგი ყოფილიყო საქართველოში. აი, ამის გასამართლებლად, რასაც სხვა გამართლება არ აქვს, თუ არა ილაპარაკონ, რომ ახლა მდგომარეობა უარესადაა. ამ დროს არცერთი მაჩვენებლით მდგომარეობა არ გაუარესებულა და თუკი გაშუქებაა უფრო უკეთესი, ღმერთმა ქნას, ყველა ქვეყნას მისცეს ის საშუალებები, ის დამოკიდებულება ხელისუფლებისა მედიის მიმართ“, - თქვა გია ვოლსკიმ.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლება კოალიცია ქართულმა ოცნებამ გადაიბარა.





