რიგები

კუდავა რიგებზე: არ გინდა დაიჯერო, რომ 10-20 წლის წინანდელ დეჟა ვუს უყურებ

აეროპორტში ერთსაათიან რიგში რომ იდგები და ფორმიანები ნაცნობობით რომ ახლობლებს ურიგოდ გააცილებენ საპასპორტო კონტროლთან. თან მესაზღვრეები არსებული ჯიხურების მხოლოდ ნახევარში სხედან. ზოგს უმართლებს, ნახევარი საათი უწევს თურმე ლოდინი. არ გინდა დაიჯერო, რომ 10-20 წლის წინანდელ დეჟა ვიუს უყურებ და გაატარებ. ეს რომ გამონაკლისი იყოს, არაფერი - ადრე არ იყო, მაგრამ დიდ აეროპორტებშიც ხდება ხოლმე. მაგრამ რიგები იუსტიციის სახლში, აფთიაქებში, რუსთავის ავტობაზრობაზე, რეიდებისას წინასწარი დაკავების იზოლატორებში და ა.შ. ეს კი უკვე დიაგნოზია, არასწორი მართვისა და არაკვალიფიციურობისა, რაც დიდწილად ალბათ ჩაწყობისა და ნეპოტიზმის ძირძველი ტრადიციის აყვავებაზეა დამყნობილი. პ.ს. მომიყვნენ იუსტიციის სახლის ერთერთ მაღალ თანამდებობაზე ახალდანიშნულის შესახებ, რომელმაც e mail-ის დაფორვარდება-გადაგზავნა არ იცოდა. ახლახანს კიდევ დაუწინაურებიათ. არ გამკვირვებია.

წერს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები