რეფერენდუმი შოტლანდიაში

შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოში რჩება

შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოში რჩება. დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.

წინასწარი შედეგებით, 55%-მა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა, 45% კი მხარს უჭერდა.

შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის წინააღმდეგ ხმა მისცა 1 914 187-მა ამომრჩეველმა, მხარი დაუჭირა 1 539 920-მა. 

ამ დროისთვის ქვეყნის 32 ოლქიდან 31-ია დათვლილი.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა, რომელიც მხარს დამოუკიდებლობას უჭერდა, განაცხადა, რომ დაფიქსირებული შედეგი ხალხის არჩევანია და იგი მას აღიარებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე საერთო თანხმობა არსებობდა. ამ ეტაპზე უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ  დამოუკიდებელი ქვეყანა არ გავხდეთ. მე ხალხის ვერდიქტს ვიღებ და ამისკენ ყველა შოტლანდიელს მოვუწოდებ. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობას ამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი" - განაცხადა სალმონდმა.

კომენტარები