ქართული კინოს რეტროსპექტივა

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში(MoMA) ქართული კინოს რეტროსპექტივა შედგება

geocinema.ge

ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) ქართული კინოს რეტროსპექტივა შედგება.

MoMA-ს კინოს დეპარტამენტი მუზეუმის სტუმრებს 1907-დან 2014 წლამდე გამოსულ ქართულ ფილმებს შესთავაზებს და ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ქართული კინოფორუმი იქნება.

ქართული კინოს რეტროსპექტივის პირველი ნაწილი 23 სექტემბერს დაიწყება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

”ქართული კინოს აღმოჩენისას, პირველი ნაწილი: საოჯახო საქმე” - ასე ჰქვია რეტროსპექტივის პირველ ნაწილს. ”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ”ვედრება”, ”ნატვრის ხე”, ”ბეღურების გადაფრენა”, ”ჯიმ შვანთე”, ”მონანიება”, ”არაჩვეულებრივი გამოფენა” - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ნახვაც მაყურებელს ნიუ იორკში შეეძლება.

რეტროსპექტივის მეორე ნაწილი სახელწოდებით ”ცისფერი მთები და შემდეგ”, 22 ნოემბერს დაიწყება და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები