საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

ანტიისლამურ აქციაზე სამი პირი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

გუშინ, ქობულეთში გამართულ აქციაზე, რომელიც ისლამური სკოლა-პანსიონის წინააღმდეგ გაიმართა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით სამი პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს, - განუცხადეს ტაბულას შს სამინისტროს პრესსამსახურში.

პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ თავად ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს და სამი პირის დაკავება ამასთან კავშირში არ არის.

კომენტარები