ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, რევერსიული გზით პოლონეთიდან უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გაზის კომპანია უკრტრანსგაზის ხელმძღვანელმა იგორ პროკოპევმა გაავრცელა. მისივე თქმით, უკრაინამ დაკარგა თითქმის 4 მილიონი კუბური მეტრი გაზი 24 საათში. დღესვე, პოლონეთის ნავთობკომპანია Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსულმა ნავთობკომპანია გაზპრომმა პოლონეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მოცულობის შემცირება შეინიშნება უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან არსებულ საკონტროლო პუნქტებზე.
მოცულობის შემცირება სამშაბათს, 8 სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც პოლონეთში დადგენილზე 20 %-ით ნაკლები მოცულობის გაზი შევიდა, ხოლო 9 სექტემბრისთვის ამ რიცხვმა 24 %-ს მიაღწია.
პოლონეთი უკრაინისთვის გაზის რევერსიული მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. ამის შესახებ უკმაყოფილებას გაზპრომი არ მალავდა.
“ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გაზს რევერსიულად აწოდებენ, გაზპრომის მხრიდან შესაძლოა შეზღუდვებს წააწყდნენ“, - აცხადებდა გაზპრომის ხელმძღვანელი 2014 წლის ივნისში.
ბუნებრივი აირი
გაზპრომმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუზღუდა

![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



