კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უთხრა, უკრაინაში გზავნიან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს, ვაქცინას ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნებს. სერგეენკოს თქმით, ტვირთი საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. 

"უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით პროცედურა მთლიანად დასრულებულია. მთავრობის სხდომის შემდეგ უკვე მეცოდინება კონკრეტული საათი, როდის გაფრინდება სატრანსპორტო თვითმფრინავი", - განაცხადა სერგეენკომ. 

კომენტარები