ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მეორე პასპორტის მოქმედების ვადის შეზღუდვით, მოქალაქეებს პრობლემები შეექმნებათ. გიორგი ვაშაძე აღნიშნულ რეფორმას "კონტრრეფორმას" უწოდებს.
"ხელისუფლება კონტრრეფორმებს აგრძელებს. თითქოს და ევროპელების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდა მეორე პასპორტის მოქმედების ვადა, ეს დიდ პრობლემას შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ვიზის აღება არც ისე მარტივი პროცედურაა, მით უმეტეს რომ ბევრი სახელმწიფოს საკონულო წარმომადგენლობა საერთოდ არ არის საქართველოში შესაბამისად მოქალქეებს უწევთ დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ და საკმაოდ დიდ ხანს ლოდინი იმისთვის, რომ მიიღონ დოკუმენტი;
ასევე, არსებობს შემთხვევები, რომ თუ ერთი სახელმწიფოს ვიზა გაქვს პასპორტში, შეიძლება მეორე სახელმწიფოში იგივე პასპორტით არ შეგიშვან, მაგალითად ირანის ვიზიანი პასპორტით ისრაელის საზღვარს ვერასდროს გადაკვეთავათ და პირიქით. ასევე, პასპორტით, რომელშიც გაქვთ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შტამპი, შეიძლება აზერბაიჯანში საერთოდ ვერ აღმოჩნდეთ ან უზარმაზარ პრობლემებს წააწყდეთ;
ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა სამი, ხუთი და ათწლიანი ვიზები (ევროკავშირი, ბრიტანეთი, აშშ), რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის ბევრ შესაძლებლობას აჩენდა. ერთწლიანი პასპორტით კი დიდი რისკია გრძელვადიანი ვიზის საერთოდ ვერ მიიღების.
ქვეყნების უმრავლესობა არ გასცემს ვიზას პასპორტში, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვამდეც დარჩენილია ექვს თვეზე ნაკლები, ანუ ერთ წლიანი პასპორტის გაცემიდან ექვს თვეში პასპორტს მხოლოდ უვიზო მიმოსვლისთვის თუ გამოიყენებთ;
მავნებლური რეგულაცია ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებაში, სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევარებს საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობაში;
და ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრაციის საკითხებზე არა ერთ მოლაპარაკებებში მიმიღია მონაწილეობა და ბევრსაც მივაღწიეთ, მაგალითად: სავიზო რეჟიმის გამარტივება, გრძელვადიანი ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკების დაწყება (ის რომ 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირთან ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია რაც საქართველოში გატარდა 2007-2012 წლიბში). მოთხოვნები და მოსაზრებები ბევრი მსმენია სხვადასხვა ევროპელი ექსპერტებისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში გაიცემოდა არა მხოლოდ ორი, არამედ რამდენიმე პასპორტი ერთ მოქალაქეზე - მითუმეტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც", - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ამიერიდან მეორე, დამატებითი პასპორტი ათწლიანის ნაცვლად, ერთწლიანი იქნება.





