პარლამენტი

ბესელია: კონსტიტუციასთან არ გვაქვს პრობლემა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ თბილისში, პარლამენტის მუშაობის დაწყებით, კონსტიტუცია არ ირღვევა. 

"კონსტიტუციასთან არ გვაქვს პრობლემა. კონსტიტუციაში წერია, რომ სხდომები იმართება ქუთაისში და გაიმართება ქუთაისში. რაც შეეხება საკომიტეტო მუშაობასა და დეპუტატების მუშაობას, კანონით აკრძალული არ არის და რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ ეს მოხდეს თბილისში და ამ რეჟიმში ვიმუშავებთ თბილისში. ანუ ვიქნებით ქუთაისში და თბილისში. როგორც ბატონმა უსუფაშვილმა თქვა, ვიმოძრავებთ ბორბლებზე და ვიქნებით ამ რეჟიმში, მაგრამ კანონთან პრობლემა არ გვაქვს.

რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებას, ინიცირებულია და მხოლოდ კენჭისყრა სჭირდება. ალბათ, ეს პროცედურაც დაიგეგმება. ასე რომ, არგუმენტი, რომ კანონთან შეუსაბამობის გამო ხდება ოპოზიციის გულისწყრომა, არ არის მართალი. ეს არის ტყუილი. კანონთან პრობლემა არ არის და ყველაფერი დაცულია", - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები