უკრაინის კრიზისი

La Republica: პუტინი დაიმუქრა, რომ თუ მოისურვებს, კიევს ორ კვირაში აიღებს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც უკრაინის კრიზისს შეეხებოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს დაემუქრა, რომ სურვილის შემთხვევაში, კიევს ორ კვირაში აიღებს, - აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გაზეთმა La Republica-მ გამოაქვეყნა.

რუსეთის წარმომადგენელმა იური ლუშაკოვმა მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინის სიტყვები "კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არასწორად ინტერპრეტირებული" იყო. მისივე განცხადებით, პრივატული საუბრის გასაჯაროება ბაროზოს მხრიდან არაკორექტული იყო.

რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის კრიზისის საპასუხოდ NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს უკრაინის მიმართ საგარეო კურსის შეცვლისთვის 1 კვირა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს სანქციების ახალი ტალღა ემუქრება.

კომენტარები