მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო სატრანსფერო ბრძოლა თანაქალაქელ სიტისთან და ლონდონის არსენალთან, კოლუმბიელი ფორვარდის - რადამელ ფალკაოს დასაბევებლად. მონაკოს თავდამსხმელი მიმდინარე სეზონს არენდის წესით წითელ ეშმაკებში ითამაშებს. Daily Mail-ის ცნობით, ლუი ვან გალის გუნდს გარიგება 12 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
ხავიერ ერნანდესი მადრიდის რეალში გააგრძელებს კარიერას, დენი უელბეკის გაყიდვაც გადაწყვეტილია, რობინ ვან პერსი კი ტრავმის გამო თვეზე მეტ ხანს ვერ ითამაშებს - ამ პირობებში ფალკაოს ტრანსფერი იუნაიტედს ძალიან სჭირდებოდა.
29 წლის კოლუმბიელს პირადი კონტრაქტის შეთანხმება აქვს დარჩენილი ახალ კლუბთან, თუმცა ეს ფორმალობაა და, სავარაუდოდ, უკვე შემდეგ ტურში, ფალკაო პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს.