ომი უკრაინაში

პუტინი: აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. რუსეთის ლიდერის განცხადებით უკრაინის მთავრობამ იქ მცხოვრები ხალხის აზრი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რუსული ჯარის უკრაინაში შესვლა და ტერორისტების მხარდაჭერა. მისი განცხადებით მოსკოვში არ შეუძლია გვერდით იდგეს და უყუროს როგორ იღუპება ათასობით უდანაშაულო ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთს ერთ კვირას მისცა, რათა მან უკრაინაში კურსი შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი სანქციებით ემუქრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის განცხადებით ევროკავშირი შემდგომ მკაცრ ნაბიჯებზე მუშაობს. ასევე ევროპის საბჭო ევროკომისიას თხოვნით მიმართავს წინადადება შეიმუშავოს, რომელიც მათ უფლებას მისცემს სანქციები დაეკისროს ყველა იმ ფიზიკურ და იურიდულ პირს, რომელებიც დონბასში სეპარატისტებთან თანამშრომლობენ.

კომენტარები