კრიზისი უკრაინაში

დღეს პეტრო პოროშენკო მინსკში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც რუს კოლეგასთან პირისპირ მოლაპარაკებას გეგმავს.

პირველი შეხვედრა პეტრო პოროშენკომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა. პოროშენკოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ პუტინთან შეხვედრის შედეგი უკრაინაში მშვიდობა იქნება.

მოლაპარაკება მინსკში ევროკავშირისა და საბაჟო კავშირის შეხვედრის ფორმატში მიმდინარეობს, მასში პუტინსა და პოროშენკოს გარდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ბელარუსის და ყაზახეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ. 

კომენტარები