საქართველოს პრეზიდენტი

უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი მიწვეულ სტუმრებს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საკუთარ ხედვას აცნობს. 

ქვეყნის პირველ პირთან ერთად შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი უძღვება. 

განხილულ თემებს გიორეგი მარგველაშვილი ბრიფინგზე შეაჯამებს, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართება. 

კომენტარები