მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 2008 საქართველოში და 2014 უკრაინაში ერთი ომის გაგრძელებაა

2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში არის ერთი ომის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა. 

მისი თქმით, 2008 წელს ბევრმა დასავლეთში ვერ აღიქვა ის საფრთხე, რომელიც დაუდგა წინ ევროპულ ცივილიზაციას, მაგრამ 2014-მა წელმა უკრაინაში ყველაფერი საბოლოოდ გაარკვია.

„2008 საქართველოში და 2014 უკრაინაში არის ერთი ომის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს წარმოუდგენელი გმირობა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ლიდერები ერთხმად დაირაზმნენ საქართველოს გადასარჩენად, ექვსი ევროპული წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და შეერთებულმა შტატებმა ააფრინა თვითმფრინავები და მეექვსე ფლოტი საქართველოს მხარდასაჭერად, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული კურსი და ჩვენი მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ საფრთხეები საქართველოში ისევ დაბრუნდა."საფრთხე არის ის, რომ რაც რუსეთმა ვერ მიიღო იარაღის ძალით, მან მიიღო იმის ხელით, ვისაც უნდა ციხის კარების შიგნიდან გაღება. მჯერა, რომ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან საქართველო არის გიორგი ანწუხელიძის სამშობლო. ჩვენ არავის უნდა შევარჩინოთ ანწუხელიძის და სხვა გმირების სისხლი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები