სესიაშვილი ბილდტის განცხადებაზე: შეშფოთებისთვის პრიზი ხომ არ დავაწესოთ?

სულ ველოდები მის შეშფოთებას. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ შეაგვიანდა, არადა ჩემს წინა სტატუსებში უკვე მოხსენიებული მყავდა. შეშფოთებისთვის პრიზი ხომ არ დავაწესოთ? გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშით ვერ შეშფოთდა ნეტა. წაკითხული არ ექნება, ალბათ, ეს მხოლოდ სათაურებს კითხულობს და ისე შფოთდება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს. ბილდტმა ტვიტერზე დაწერა - "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს".

კომენტარები