მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა არარეალისტურია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა არარეალისტურია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია, გავეცნოთ ქრონიკას 2012 წლის მიწურულიდან მოყოლებული, თუ რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ცივილიზებული სამყარო, აშშ და ევროპა როგორ აფასებენ ამ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს. არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არ აქვთ. შეგვიძლია დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, როდესაც საფრანგეთის სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და პროკურატურა ცდილობდა მოწმეების მანიპულირებით საქმის შეთითხვნას", - განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, საქმეში მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა. „კურიოზული გახლავთ ის, რომ პროკურატურამ ჯერ ბრალის დადგენილება გამოიტანა, შემდე დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, ვინაიდან მანამდე არსებული არცერთი მოწმე სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე არ საუბრობს", - აღნიშნა კახიძემ. მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილმა და ვანო ჩხარტიშვილმა მისცეს, რომლებიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის განზრახვების შესახებ საუბრობენ.

კომენტარები