რუსული ტელეარხები უკრაინაში

უკრაინაში 4 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აიკრძალა

svoboda.org

უკრაინის ტელერადიომაუწყებლობის საკითხების ეროვნულმა საბჭომ რუსული ტელეარხების РТР-Планета, НТВ-Мир, Россия 24 და ТВ Центр-International შინაარსი უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსლირებისთვის შეუსაბამოდ გამოაცხადა.

მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, აღნიშნული არხების პროგრამები შეიცავს მცდარ და დამახინჯებულ ინფორმაციას უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და არ აკმაყოფილებს საზღვრებშორისი ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის და ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის შესახებ უკრაინის კანონის მოთხოვნებს.

მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ხსენებული რუსული არხების მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომაც მიიღო.

კომენტარები