საომარი მოქმედებები ისრაელში

დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე აქციისას 2 პალესტინელი დაიღუპა, 200 - დაშავდა

Reuters

სულ ცოტა 2 პალესტინელი დაიღუპა და 200 დაშავდა მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე(West Bank) მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, სადაც პალესტინელები ღაზის სექტორში ისრაელის მოქმედებებს აპროტესტებდნენ.

დაახლოებით 10 000-მა დემონსტრანტმა რამალაჰიდან აღმოსავლეთ იერუსალიმამდე მსვლელობა მოაწყო, სადაც ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შეხვდნენ.

პალესტინის ცნობით, ისრაელის სასაზღვრო ძალებმა მომიტინგეებთან შეხვედრისას "შესაბამისი საკონტროლო ზომები" მიიღეს და ცეცხლი გახსნეს. ხოლო ისრაელის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ყუმბარები გამოიყენეს.

პროტესტი მოჰყვა იერუსალიმში ისრაელის პოლიციის მიერ პრევენციის მიზნით მამაკაცის ალ-აქსას მეჩეთში არშეშვებასაც. პოლიციამ აქციაზე 20 მომიტინგე დააკავა.

ღაზის სექტორში მხოლოდ გუშინ, საომარი მოქმედებებისას 15 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

 ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან ჯამში 800 პალესტინელი და 35 ისრაელი დაიღუპა.

ისრაელის მიერ ღაზაში შესვლის მიზეზი იმ სარაკეტო თავდასხმების შეჩერებაა, რასაც პალესტინური დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით ახორციელებს.

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასი ანგარიშვალდებულია ეგვიპტის შეთავაზების უარყოფაზე, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე "დაზავებას" გულისხმობდა.

ჰამასი მიიჩნევდა, რომ "ზავზე" თანხმობა დანებებად ჩაითვლებოდა.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. სახმელეთო ოპერაცია - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები