მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელ ბიუჯეტს ჰქონდა პრობლემები, შარშან ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, გავზარდეთ პენსიები, გავზარდეთ სოციალური დახმარებები, გავზარდეთ დახმარებები ლტოლვილთათვის, დავაგეთ უფრო მეტი გზა, ვიდრე ოდესმე დაგებულა საქართველოში და ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტად დაფინანსდა, ვიდრე ოდესმე დაფინანსებულა. გადავედით საყოველთაო ჯანდაცვაზე, განათლებაში ყველა ბავშვმა მიიღო სახელმძღვანელო, უმაღლეს სასწავლებლებში შემოვიღეთ უფასო ფაკულტეტები. ეს ისაა, რაც სიზმარშიც არ უნახავს ნაციონალურ მოძრაობას, მათი ბრჭყალებში "შესრულებული" ბიუჯეტის დროს.
tbl.ge/tqo
დაკოპირდა
განაცხადა, ნეტგაზეთის ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე. ხადური დეპუტატებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს აბარებს.
ამავე თემაზე
- კაკაურიძე: ბიუჯეტის ხარჯების 160 მილიონით შემცირება სრულიად ადეკვატურია
- ჯაფარიძე: პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება
- მეგრელიშვილი: ბიუჯეტის მილიარდ 300 მილიონით შეკვეცა პოლიტიკური ნების საკითხია
- პრემიერი ხადურს: თანხებს ნუღარ გამოუყოფთ იმ რაიონებს, რომლებიც ვერ ითვისებენ
- ხადური: რეკომენდაციით შემოვდივართ, წელს არ შევიძინოთ რბილი ავეჯი