თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლისძმა ვლადიმერ ნადარეიშვილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე და 181-ე მუხლებით) დააკავეს, - ამის შესახებ ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს.
რაც შეეხება ფაქტს, როგორც შსს-ს პრესსამსახური იტყობინება, 2013 წლის ნოემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვლადიმერ ნადარეიშვილის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, რომელიც ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული.
შსს-ს ცნობით, სადაზღვევო კომპანიამ გარკვეული თანხის ანაზღაურების ვალდებულება აიღო, რაც ვლადიმერ ნადარეიშვილის აზრით, საკმარისი არ იყო.
„ვლადიმერ ნადარეიშვილმა სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და იარაღის მუქარით დამატებით თანხას ძალავდა“, - აღნიშნავენ შსს-ში.





