ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ. სიტყვით პარტიის ლიდერები გამოვლენ.
ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული ენმ-ის წევრები ესწრებიან.