ედუარდ შევარდნაძე

ბეიკერი: შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა უწყვეტი კონფლიქტების დასრულებაში

ჯეიმს ბეიკერი
utexas.edu

 აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, დაკრძალვას დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. 

ბეიკერის თქმით, ედუარდ შევარდნაძე იყო ბრძენი ადამიანი, რომელსაც ისტორია მაღალ დონეზე მოიხსენიებს იმ საქმეებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. 

"ედუარდ შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა უწყვეტი კონფლიქტების დასრულებაში. ის იყო ბრწყინვალე პარტნიორი მიხეილ გორბაჩოვისთვის. ორივე მუშაობდა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებთან მომხდარიყო ბირთვულ და ქიმიურ იარაღზე შეთანხმება და გერმანიის გაერთიანება" - თქვა ბეიკერმა საკუთარ გამოსვლაში. 

ბეიკერმა შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 8 ივლისს Washington Post-ში წერილიც გამოაქვეყნა, სახელად ედუარდ შევარდნაძე, ჩემი მეგობარი. 

კომენტარები