II ტურში მონაწილეობის სანაცვლოდ კომპანიებმა ამომრჩეველს ფასდაკლება შესთავაზეს

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიამ ამომრჩეველს ფასდაკლება შესთავაზა. კომპანიების განცხადებით, არჩევნებში მონაწილე პირს შეღავათებით სარგებლობის უფლება ერთი დღის განმავლობაში ეძლევა. ფასდაკლების მსურველს ადგილზე მარკირების ნიშანი უნდა წარედგინა.


არჩევნებში მონაწილე მოქალაქეები დღის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებით -- აფთიაქებში -- „PSP", "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, "გუდვილი" და "სმარტი" ამომრჩეველს 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა, "გალფი" და "ვისოლი" კი - 5-თეთრიანს.

კომენტარები