გიგი უგულავას საქმე

სუბარი: სასამართლო ძალიან ხშირად იღებს არასწორ და სამწუხარო გადაწყვეტილებებს

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასამართლო დღეს ძალიან ხშირად იღებს ჩემი აზრით არასწორ და სამწუხარო გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სასჯელაღსრულების მინისტრის აზრით გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"შეიძლება ამ შემთხვევაში მოსამართლემ იხელმძღვანელა კანონით, შეიძლება პირადი სიმპათიით, პირადი პარტიული კუთვნილებითაც.... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რით იხელმძღვანელა. სასამართლოს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ მოვქცეულვართ ისე, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოსვლისთანავე გაყარა მოსამართლეები და დანიშნა თავისი ფავორიტები. ჩვენ ამ გზით არ წავსულვართ" - განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით 2008 წელს საქართველოს სასამართლოებმა 18 ათასი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს და აქედან მხოლოდ ერთში გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი. მისი თქმით ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ქვეყანაში სასამართლო არ არსებობდა.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარის გირაოს ოდენობის შეფარდებასა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას მოითხოვდა. 

კომენტარები