კანონიერი ქურდი

ენმ-მ კახა კალაძის დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახი კალაძის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა გოგა ონიანმა პროკურატურაში უკვე შეიტანა.

საქმე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან დეპორტირებული რომან ბარბაქაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტიდან ისე გააპარეს, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ისინი ვიცე პრემიერის კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. 

კომენტარები