გიგი უგულავას ადვკატის ბექა ბასილაია განცხადებით, "უგულავას დიპლომატიური პასპორტის გამოყენების უფლება შეჩერებული აქვს". ამის შესახებ ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდების, ასევე, პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩამორთმევის შესახებ. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ ეთანხმება და მას დაუსაბუთებელს უწდებს. უგულავას ადვოკატების მიაჩნიათ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ უნდა მოხდეს.





