საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი: შესაძლოა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლიდან მივიღოთ

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმედი აქვს, რომ საქართველო, მოლდოვას მსგავსად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მომავალი წლიდან მიიღებს. მის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვიშრომებთ იმისთვის, რომ სექტემბერში ვიზალიბერალიზაციის ფაზა, რომელიც წარმატებით დავხურეთ, ევროკავშირის სტრუქტურებმა დაამტკიცონ. გაიხსნება მეორე ფაზა, რომელიც სხვა რეფორმებს გულისხმობს. ჩვენ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მომავალ წელს ეს ფაზაც დაიხუროს და ჩვენ გავხდეთ მოლდოვას თანასწორი და უვიზოდ ვიაროთ ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ამ თვეში იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, რომელიც კანონდებლობის ევროკავშირის სტანდარტრებთან შესაბამისობაშ მიოყვანაზე იმუშავებს. მათ სორის იმ კანონებზე, რომლებიც ვიზალიბერალზიაციის გეგმით არის გათვალისწინებული.

კომენტარები