აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

კერი: ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

truthrevolt.org

ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს. ამის შესახებ განცხადება  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსდა. კერის თქმით აღნიშნული ხელშეკრულება გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და დახმარების კუთხით. მანვე აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. 

 "შეთანხმება რომელსაც ხელი მოწერა დღეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთა უფრო დაახლოებისთვის და ევროპის განხორციელებისთვის, როგორც სრული, თავისუფალი და მშვიდობიანის.

ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ის აკავშირებს ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ერთიან ბაზართან და გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და დახმარების კუთხით. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ხელმოწერით დაადასტურეს მზადყოფნა, განახორციელონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყნებს გააძლიერებს და აქცევს უფრო სიცოცხლისუნარიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად.

ჩვენ კვლავაც ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მომავლის უზრუნველყოფის საუკეთესო გზის შესახებ უნდა მიიღონ თავად ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ. ჩვენ მივესალმებით იმ დაუღალავ შრომასა და მიზანმიმართულობას, რომლებმაც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყნები. ჩვენ კვლავაც დავუდგებით მათ მხარში საკვანძო რეფორმების გატარებისა და აყვავებული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში", - აცხადებს კერი. 

კომენტარები