ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე ტრისტან წითელაშვილს მოღალატე უწოდა

სასამართლო პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ტრისტან წითელაშვილს მოღალატე უწოდა. ამის შემდეგ, მოსამართლემ სასამართლო პროცესი დახურა. დაკითხვის შემდეგ ტრისტან წითელაშვილს ახალაიას მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ტრისტან წითელაშვილი მანდატურების თანხლებით გამოვიდა.

სასამართლოს დერეფანში საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული, რომელმაც მოწმე  გაიყვანა.  წითელაშვილი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჩვენებას ოთხი საათის განმავლობაში აძლევდა.

ბატალიონ "ავაზის" ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

კომენტარები