საფონდო ბირჟა

პორტატულმა კამერამ GoPro Nasdaq-ზე აქციები $24-ად გაიტანა

GoPro-თი გადაღებული ფოტო არწივის ფრთიდან
რედ ჰუბერი / Zuma Press

პოპულარული პორტატული კამერის მწარმოებელმა GoPro-მ ხუთშაბათს, 26 ივნისს, ნიუ იორკის Nasdaq-ზე აქციები (IPO) განათავსა.

აქციის პირველადი ფასი $24 იყო. 

WSJ წერს რომ ერთერთი პირველი და ყველაზე მსხვილი ინვესტორი კალიფორნიული კომპანია San Mateo იყო, რომელმაც კამერის მწარმოებელ კომპანიაში $17.8 მილიონის აქციები შეიძინა. 

GoPro-მ აქციების გაყიდვით $427 მილიონი გამოიმუშავა. 

GoPro ყველაზე პოპულარული ექსტრემალური სპორტის სახეობების მიმდევრებშია და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013 წელს ყველაზე გაყიდვადი ციფრული კამერა იყო. კომპანიამ ამ წელს 61 მილიონი დოლარის მოგება ნახა, რაც 2012 წელთან შედარებით 88%-ით მეტი იყო, შემოსავლებმა კი $986 მილიონს მიაღწია. 

კომპანიის აქციების ბაზარზე გატანაზე მუშაობდნენ JP Morgan Chase & Co., Citigroup Inc. და Barclays PLC

კომენტარები