ბესელია: ამ ხელმოწერით საქართველომ თავისი საგარეო კონტურები განსაზღვრა

ამ ხელმოწერით საქართველომ თავისი საგარეო კონტურები განსაზღვრა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შესაძლებელი გახდება ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დღეს გააფორმა.

კომენტარები