ვოლსკი: რუსეთის მხრიდან საფრთხეები არასოდეს შენელდება

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ მძლავრი ნაბიჯი გადადგა ოჯახისკენ, სადაც მას თავისი არსით ღირსეული ადგილი ეკუთვნის - განაცხადა ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოსლკიმ. 

”ასოცირების ხელშეკრულებას ვერ მიაღწევდი, ასეთი კატეგორიის ურთიერთობისა ვერ დაამყარებდი, რომ არა პოზიტიური დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ რომელიც მიმდინარეობს.  

ხელი მოეწერება ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთ მძლავრ ნაბიჯს გადადგამს იმ ოჯახისკენ სადაც მას, თავისი არსით ღირსეული ადგილი ეკუთვნის.

რა თქმა უნდა არის საუბარი იმაზეც რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს. საფრთხეები საქართველოსთვის არასოდეს შენელდება”- განაცხადა ვოლსკიმ.  

კომენტარები