პრეზიდენტი: ტაში დავუკარით და მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას ბრიუსელში

facebook.com/Margvelashvili

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება საქართველოს და ხალხს კეთილდღეობას მოუტანს.

"ჩვენ ტაში დავუკარით და მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას, რომელიც რამდენიმე საათში ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. ის გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურ, საგანმანთლებლო სისტემებს გააძლიერებს და აიყვანს ევროპულ დონეზე. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი, ეს იქნება დასაწყისი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი აცხადებდა ძალიან მტკიცედ და მყარად", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება არის ახალი ნაბიჯი ევროკავშირის სრულ წევრობამდე.

"ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს, რეფორმებს როგორც ინსტრუმენტს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები