ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, სადაც უკრაინაში შექმნილ კრიზისს და რუსეთის ქმედებებზე შესაძლო პასუხის განიხილავენ.
ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შეერთებული შტატები დიდ შვიდეულის წევრებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობენ. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი სეპარატისტებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სათადარიგო გეგმა გააჩნია იმ შემთხვევისთვის, თუ ტერორისტები ცეცხლს არ შეწყვეტენ.
დონეცკში სამმხრივი მოლაპარაკების ახალი რაუნდია დაგეგმილი.




