რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია

რიკოთის უღელტეხილი
ალექსანდრე სულაძე / panoramio.com

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უღელტეხილზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოება მდინარის მხრიდან. ასევე მთასთან დამცავი კედლის მოწყობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზა მას შემდეგ გაიხსნება, რაც გზის გაფართოება და დამცავი კედლის მოწყობა დასრულდება.

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი განმეორებით 17 ივნისს ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ავტოტრანსპორტს მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეუძლია.

კომენტარები