უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო სიტყვით მოიხსენია.
საუბარი ანდრი დეშჩიცასა და მომიტინგეებს შორის კიევში რუსეთის საელჩოსთან შედგა, სადაც მინისტრი დემონსტრანტების დამშვიდებას ცდილობდა. უკრაინის მოქალაქეები საელჩოსთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პრორუსი ტერორისტების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დემონსტრანტებმა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა და გარშემო მდგომი მანქანები დააზიანეს.
დეშჩიცას გამონათქვამს რეაქცია მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინელი დიპლომატი ზრდილობის ყოველ ზღვარს გადავიდა და გაუგებარია, როგორ აპირებს იგი მომავალში რუს კოლეგებთან ურთიერთობას და მუშაობას.





