დაპირისპირება ზუგდიდის რაიონში ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის

რამდენიმე წუთის წი ზუგდიდის 36-ე საარჩევნო უბანთან, ახალსოფელში, მოხდა დაპირისპირება ქართული ოცნების აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის - ამის შესახებ ზუგდიდიდან ტაბულას ჟურნალისტი იტყობინება. 

ოცნების აქტივისტების თქმით, საარჩევნო უბანთან მათ შენიშნეს 15 საეჭვო გარეგნობის ადამიანი და ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციას აცნობეს. 

ოცნების აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიეე მოგზავნილები იყვნენ, რათა უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაეშალათ, რადგან ახალსოფელში ოცნება დიდი უპირატესობით იგებდა. 

იმ დროს, როდესაც პოლიციის შენობასთან ქართული ოცნების აქტივისტები შეიკრიბნენ, შენობასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური გამოჩდნენ, რამაც ქართული ოცნების აქტივისტებში მღელვარება გამოიწვია. 

მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და ნუგზარ წიკლაურს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. 

ბოკერიამ და წიკლაურმა მოახერხეს პოლიციის შენობაში შესვლა. ამის შემდეგ შელაპარაკება უკვე პოლიციასა და აქტივისტებს შორის გაგრძელდა. 

ამჟამად ოცნების აქტივისტებმა პოლიციის შენობის ტერიტორია დატოვეს. 

კომენტარები