უკრაინის კრიზისი

რუსეთი უკრაინელ სამხედროებს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

reuters

რუსეთმა უკრაინელი სამხედროები ქვეყნის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოს მიდამოებში საზღვარი უკრაინულმა ქვეითა საბრძოლო მანქანამ გადმოკვეთა. უწყების განცხადებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ის რუსეთის ტერიტორიაზე მიატოვეს, შემდეგ კი მის წასაყვანად დაბრუნდნენ, თუმცა ამის საშუალება რუსმა მესაზღვრეებმა არ მისცეს.

ინტერფაქსის ცნობთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო უწყებას დაავალა, უკრაინული მხარის წინაშე შესაბამისი დემარშით გამოვიდეს.

კიევი დიდი ხანია მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერაში და შეიარაღებაში ადანაშაულებს. გუშინ კი უკრაინის საზღვარი რუსეთს მხრიდან საბრძოლო ტექნიკის კოლონამ, მათ შორის სამმა ტანკმა გადმოკვეთა.

კომენტარები