საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ირაკლი ალასანია: რუსეთში გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კაცი პუტინი იღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრის მიერ BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ შეაფასა. მისი თქმით, რუსეთში გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პირი, ვლადიმერ პუტინი იღებს, ამიტომ პროგნოზირება იმისა  მოახდენს თუ არა რუსეთი ანექსიას, ძნელია. 

 "რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეს შევაფასე კიდევაც, რომ იყო სწორედ რუსეთიდან დაგეგმილი პოლიტიკური სცენარი. ჩაატარებს თუ არა ანექსიას რუსეთი, ეს მამა ღმერთმა არ იცის, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი კაცი, ეს არის პუტინი და რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს პრემიერს და ვერც ყველაზე დიდ სადაზვერვო ორგანიზაციას ვერ ექნება ამის შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა ალასანიამ. 

კომენტარები