თეორემა

ირაკლი ალასანია: პოლიტიკოსები ურთიერთკორექტულები უნდა ვიყოთ

"უელსის სამიტის შემდეგ, საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული" - ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საუბარია საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგებაზე, რის გამოც ირაკლი ალასანია თანაგუნდელებმა გაკიცხეს - თავდაცვის მინისტრის მოთხოვნას, რომელიც ირაკლი ალასანიამ შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დააყენა, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მთავრობასთან შეუთანხმებელი უწოდეს.

თეორემას სტუმარია საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია - ვსაუბრობთ ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივაზე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმზე, უკრაინის კრიზისის შედეგად შექმნილ ახალ საერთაშორისო რეალობაზე. განვიხილავთ იმასაც, თუ რა გავლენა აქვს შიდა პოლიტიკურ პროცესებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირზე.

კომენტარები