თინა ხიდაშელი

ხიდაშელი: პლანტაციებში ხალხი დღესაც მუშაობს და რა თქვა პრემიერმა სამარცხვინო?

სამხრეთ ამერიკაში დღესაც არის, მაგალითად, ყავის პლანტაციები, სადაც ხალხი მუშაობს და რატომ არის ეხლა ეს ესეთი სამარცხვინო ფრაზა, ნამდვილად არ მესმის. იძულებით მუშაობა არ არის, პლანტაციებში მუშაობს ხალხი დღესაც მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა წერტილში, იღებს ამაში ხელფასს და ეს არის ძალიან ადეკვატური, ნორმალური სამუშაო, ზუსტად ისეთი, როგორიც არის პრეზიდენტის სამუშაო. პრემიერი რას გულისხმობდა, სავარაუდოდ, ვინ რა იგულისხმა, ეს არის თქვენი, ჩემი და პრემიერის პირადი გემოვნების ამბავი, რომელზეც ახლა იმედი მაქვს, რომ არ ვისაუბრებთ.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნაციონალები "უნდა დავაგროვოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში".

კომენტარები