ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

რუსეთი: პრინცი ჩარლზის მიერ პუტინისა და ჰიტლერის გაიგივება შეურაცხმყოფელია

telegraph.co.uk

პრინცი ჩარლზის მიერ პუტინისა და ნაცისტების ქმედებების გაიგივება შეურაცხმყოფელია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე კრამარენკომ განაცხადა.

ელჩის მოადგილის განცხადებით, თუ პრინცმა ჩარლზმა მსგავსი განცხადება მართლა გააკეთა ამ სიტყვებს გამართლება არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით ეს სიტყვები ბრიტანეთის მომავალ მონარქს არ შეშვენის.

კრამარენკო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა თუმცა პრინცი ჩარლზის გამონათქვამის სისწორეზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით ტახტის მემკვიდრის მიერ პირად საუბარში ნათქვამ ფრაზაზე ისინი კომენტარს არ გააკეთებენ.  დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ოთხდღიანი ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან, მუზეუმში, გამართა. იქ მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონეთიდან გამოქცეულ მოქალაქე მერიენ ფერგიუსონთან პირად საუბარში კი განაცხადა, რომ პუტინის ახლანდელი ნაბიჯები ძალიან გავს იმას, რასაც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა.

 

კომენტარები