უკრაინის კრიზისი

აშშ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანაზე პუტინის განცხადებას მიესალმება

truthrevolt.org

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ. უკრაინის კრიზისზე შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მექსიკაში ვიზიტისას ისაუბრა.

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ პუტინის განცხადებას და ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა მოხდება, ეს ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული ნაბიჯია", - თქვა კერიმ.

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა კი, მომავალი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსკოვი გააფრთხილა, რომ არჩევნების ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მიიღებენ.

"თუ რუსეთი ამ არჩევნების ჩაშლას შეეცდება, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ რუსეთისთვის უფრო მეტი საზღაურის დაკისრებას. ასევე მტკიცედ უნდა გავაძლიეროთ NATO-ს შესაძლებლობები. ეს არჩევნები არის შანსი, უკრაინელებმა საკუთარი მომავალი გადაწყვიტონ. ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ. აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ, ჩინეთში ვიზიტის დროსაც დაადასტურა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალები ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებიან და დისლოკაციის ადგილებს 1 ივნისამდე დაუბრუნდებიან.

კომენტარები