ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტს პარლამენტმა ქვორუმის არ არსებობის გამო პირველი მოსმენით კენჭი ვერ უყარა. კენჭისყრაზე ვერც სხვა კანონპროექტები გაიტანეს. პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ დეპუტატებს კენჭისყრის თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო დღეიდან პარლამენტი პლენარულ სხდომებს დროებით წყვეტს. არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა საჭიროებისამებრ, შესაძლოა, კომიტეტის სხდომები ჩატარდეს.
საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 16 ივნისიდან განაახლებს.




