პრემიები

სერგეენკო: ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც პრემიების ზედა ზღვარი დაწესდება.

"პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა - მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე ავტომანქანების შემთხვევაში", - აღნიშნა სერგეენკომ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.

კომენტარები