8 მაისს, რუსეთის თასის ფინალში ერთმანეთს როსტოვი და კრასნოდარი დაუპირისპირდნენ. კასპიისკში, ანჟი არენაზე გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ქართველმა ჯანო ანანიძემ, როსტოველთა რიგებში 86-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი შეცვალეს. რაც შეეხება შეხვედრას, ის პენალტების სერიამდე მივიდა და საბოლოოდ ქართველის კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით - 6:5 დასრულდა.
ეს როსტოვისთვის რუსეთის თასის პირველი ტიტულია. შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკს ეკუთვნის, როსტოვში კი არენდით თამაშობს.